ჩვენ შესახებ
მთავარი » ჩვენ შესახებ
“კნატუნა” ნომერ პირველი, ყველასაგან გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტია, რომელიც არცერთ მომხმარებელს ტოვებს გულგრილს.
პირველ რიგში, რაც მის განსაკუთრებულობას განაპირობებს არის ხარისხი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაზეც ყველაზე მეტ ყურადღებას ვამახვილებთ. ჩვენ ვირჩევთ ახალ, ჯანსაღ, ნატურალურ და გაუყინავ პროდუქტს, რომელიც იზრდება სოფლის ჰაერზე ბუნებრივი კვების პირობებში, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროდუქტი იზოლირებულია გარემო პირობებისაგან, მზადდება ყველა წესის დაცვით, შემოწმებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ და არის ლიცენზირებული.
რაც შეეხება მის მომზადებას, იგი გამორჩეულია მომზადების განსხვავებული ტექნიკით. ის საგულდაგულოდ მუშავდება, საუუცხოოდ იკმაზება სხვადასხვა სანელებლებით და იწვება გამორჩეული მეთოდით, რაც მის გემოსა და ტექსტურას გამოარჩევს სხვა პროდუქტებისაგან.
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, მისი განსაკუთრებული მეთოდებით მომზადება და სიჯანსაღე კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამაყად და თამამად წარმოგიდგინოთ ჩვენი დელიკატესი, როგორც ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის შეუცვლელი, განუყოფელი და შეუდარებელი კერძი.
“კნატუნა” – დელიკატესი, რომლის გემოვნური თვისებებიც ნამდვილად გაგაოცებთ.